ქართველებისთვის დახმარების აღმოჩენით, ჩვენ ძლიერი ევროკავშირის შენარჩუნებაში წვლილს შევიტანთ – რასა იუკნევიჩიენე

ქართველებისთვის დახმარების აღმოჩენით, ჩვენ ძლიერი ევროკავშირის შენარჩუნებაში წვლილს შევიტანთ, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მოვუწოდებ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროკომისიას, გაიგონ, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის აგრესიული ს იმპერიის მიმართ ევროპული წინააღმდეგობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ქართველებისთვის დახმარების აღმოჩენით, ჩვენ ძლიერი ევროკავშირის შენარჩუნებაში წვლილს შევიტანთ“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.