ქარელის მერიის მიერ მოწყობილი სანიაღვრე არხი სოფელ მოხისის მოსახლეობას აზარალებს | ხუციშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს

ქარელის მერიის მიერ მოწყობილი სანიაღვრე არხი სოფელ მოხისის მოსახლეობას აზარალებს – განსაკუთრებული პრობლემის წინაშე ხუციშვილების ოჯახია. წვიმის დროს მათი საცხოვრებელი სახლი წყლით ივსება.

ოჯახმა დახმარებისა და პრობლემაზე რეაგირების თხოვნით, ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
“მას შემდეგ, რაც ეს ჩააწყვეს, ახლა რომ იწვიმებს, შემოდის წყალი, სულ სავსეა ესა. ეს კედელი რომ არ იყვეს განგრეული, სულ სავსე იქნება [წყლით]. მთელი ზაფხული ვეხვეწებით, ქარელში რამდენჯერ დავრეკეთ, გამგებელს რამდენჯერ მივმართეთ. მთელი უბანი მოწმეა რა დღეში ვართ აქ ჩვენ და არაფერი ყურადღება”, – ამბობს ნუნუ ხუციშვილი.