ფსონები ნამდვილად მაღალია, შეხვედრამ უნდა გახსნას რეალური გზა სამართლიანი მშვიდობისკენ, ომის დასრულების დროა – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ალასკაში დღევანდელი შეხვედრის ფსონი ნამდვილად მაღალია.
ასე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი ს პოსტს, რომ ფსონები მაღალია.
„მთავარია, რომ ამ შეხვედრამ უნდა გახსნას რეალური გზა სამართლიანი მშვიდობისკენ და არსებითი დისკუსია ლიდერებს შორის სამხრივ ფორმატში – , შეერთებული შტატები და რუსული მხარე. ომის დასრულების დროა, რუსეთმა საჭირო ნაბიჯები უნდა გადადგას. ამერიკის იმედი გვაქვს. მზად ვართ, როგორც ყოველთვის, ვიმუშაოთ რაც შეიძლება პროდუქტიულად“, – დაწერა ზელენსკიმ.
დონალდ ტრამპმა ალასკაში გამგზავრებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფსონები მაღალია.