ფსიქოტროპული წამლების რეცეპტები თანხის სანაცვლოდ – კახეთში დააკავეს სამედიცინო დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომელიც რეცეპტებს სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე გასცემდა

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, მხილებულია სამედიცინო დაწესებულების ორი თანამშრომელი – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები კახეთში მდებარე ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდნენ.
უწყების ინფორმაციით, ისინი სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე, ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს თანხის სანაცვლოდ გასცემდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ახალი ამბების აგრეგატორი

Copyright © 2023 news.ge

Created in