ფრიდრიხ მერცი – ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს, რაზეც დონალდ ტრამპთან მისი პუტინთან საუბრის შემდეგ შევთანხმდით

ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ზე წერს.
„ევროპა და ამერიკა ამ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებულები არიან: ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის გზაზე ს მხარს მტკიცედ დავუჭერთ. ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპთან მისი პუტინთან საუბრის შემდეგ შევთანხმდით“, – წერს ფრიდრიხ მერცი.
შეგახსენებთ, დღეს -ისა და ს პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება“.
აშშ-ის პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და უკრაინის პრეზიდენტ ს ესაუბრა.