ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) ინფორმაციით, 2023 წელს ფრანგული შამპანურის საექსპორტო გლობალურ ბაზარზე საქართველო 90-ე პოზიციაზეა. საანგარიშო პერიოდში საფრანგეთიდან საქართველოში €1.23 მლნ-ის შამპანური შემოვიდა.
2023 წელს, საფრანგეთიდან ყველაზე მეტი შამპანურის ექსპორტი განხორციელდა აშშ-ში, რომელმაც ჯამში €769.3 მლნ შეადგინა. მეორე პოზიციას იკავებს გაერთიანებული სამეფო, €513.54 მლნ-ით, ხოლო მესამე პოზიციაზეა სინგაპური – €405.09 მლნ-ით.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებს რაც შეეხება, 2023 წელს, საფრანგეთიდან შამპანურის საექსპორტო ბაზრის რეიტინგში თურქეთი 35-ე პოზიციაზეა. ამ პერიოდში თურქეთში საფრანგეთიდან €12.53 მლნ-ის შამპანურის იმპორტი განხორციელდა, აზერბაიჯანში – €1.12 მლნ-ის, ხოლო, სომხეთში €0.48 მლნ-ის შამპანურის იმპორტი.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან საფრანგეთში სულ $590.71- ათასის ღვინის ექსპორტი განხორციელდა (ცქრიალა ღვინოსთან ერთად), რაც შეეხება იმპორტს, საანგარიშო პერიოდში საფრანგეთიდან საქართველოში $2,559.63 მლნ-ის ღვინო შემოვიდა (ცქრიალა ღვინოსთან ერთად).
gbc.ge