“ფორვარდი საერთოდ გვყავს? – “ნაპოლის” ფანები ლუკაკუს აკრიტიკებენ

გუშინ, “ნაპოლისა” და “ლაციოს” (0:1) მატჩის შემდეგ, “პარტენოპეის” გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ გააკრიტიკეს, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს.
“ლუკაკუ არაფერს აკეთებს. ფორვარდი საერთოდ გვყავს?”.
“ფორვარდის გარეშე ვთამაშობთ, მასში გადახდილი თანხის ბევრად უკეთესად გამოყენება შეიძლებოდა”.
“გავუშვით ოსიმენი და მის ნაცვლად ლუკაკუ დავიმატეთ, დაუჯერებელია”.
“მის ტრანსფერში დამნაშავე ანტონიო კონტეა. იანვარში ახალი ფორვარდი და გარემარბი გვჭირდება”, – წერენ “ნაპოლის” გულშემატკივრები.
შეგახსენებთ, ბელგიელმა მიმდინარე სეზონში “პარტენოპეის” მაისურით 15 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.