ფოთში საცხოვრებელი სახლი იწვის [VIDEO]

ძლიერი ხანძარი ფოთში – ჭავჭავაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. სავარაუდო მიზეზად ამ დროისათვის ელექტრო გამათბობელი სახელდება. შემთხვევის ადგილზე სახანძრო- სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა.