ფოთის პორტში ახალი ტერმინალის საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონ დოლარამდეა

ფოთის პორტის გაფართოებაზე პორტის მმართველმა ბიზნესოპერატორმა მთავრობას შესაბამისი ნებართვის მისაღებად პროექტი 2024 წლის პირველ კვარტალში წარუდგინა, თუმცა მმართველობითი ანგარიშის თანახმად, ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ, – ამის შესახებ APM Terminals-ის 2024 წლის ფინანსურ ანგარიშში წერია.
დოკუმენტის მიხედვით, არსებული პორტის მიმდებარედ, ჩრდილოეთით იგეგმება ახალი 330-მეტრიანი ნავმისადგომის და 1,500-მეტრიანი ტალღმჭრელის მშენებლობა. პორტთან 6.8 ჰექტარის ტერიტორიაზე საკონტეინერო ტერმინალის მოწყობა იგეგმება.
ახალი ტერმინალის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონ დოლარამდეა.