როგორც “მთავარისთვის” ხდება ცნობილი, ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. 27 წლის ქალი მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში შეიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ექიმის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა.