„ფასის ზრდის მოლოდინი გვაქვს“ – ფეროშენადნობთა ასოციაციაში პოზიტიური პროგნოზების მიზეზებს განმარტავენ

საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობების ფასი 50 დოლარით გაიზარდა და დღეისთვის 1 ტონა საქონლის ფასი 1200-1300 დოლარია. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნუგზარ კევლიშვილმა განაცხადა.
თუმცა გაერთიანებაში მსოფლიოში პროდუქტზე ფასის კიდევ უფრო მეტად გაზრდის მოლოდინი აქვთ, რაც ნუგზარ კევლიშვილის თქმით, საქართველოში არსებულ დახურულ ქარხნებს წარმოების განახლებაში დაეხმარებათ. ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი პოზიტიური მოლოდინის მიზეზებს განმარტავს.
„დღეს, ფეროშენადნობების ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე მეტრულ ტონაზე 1200-1300 დოლარია, მაგრამ გაზრდის მოლოდინი გვაქვს. -ში ფეროშენადნობების ფასი უნდა გაიზარდოს, რასაც ევროპასა და აზიაში ფასიც ზრდა მოჰყვება. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ამერიკის მეტალის ბაზარი წახალისდება, მეტალურგია 100%-ის ალბათობით უნდა გაიზარდოს, რაც ქართული ფეროშენადნობების ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს.
ევროპაში ჯერ ბაზარი გამოცოცხლებული არ არის, მეტალის წარმოება დაბალ ნიშნულზეა, თუმცა ჩვენ გვაიმედებს ის, რომ ში საომარი მოქმედებები გაჩერდება და მეტალურგიულ ქარხნებში სამუშაო პროცესი განახლდება. ეს იქნება შესაძლებლობა ქართული წარმოებების ასამოქმედებლად“, – განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.
გაერთიანების ინფორმაციით, ფეროშენადნობების სექტორში 7 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. მათ იმედი აქვთ, რომ მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში ეს ადამიანების სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.
„ჩვენს მდგომარეობას უიმედოდ არ ვუყურებთ. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ყველა მფლობელს თავისი წარმოება შენარჩუნებული აქვს და მათ არ დაუკარგავთ ეს საწარმოები. იმედით შევყურებთ იმას, რომ წელს გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში მდგომარეობა გაუმჯობესდება“, – აღნიშნა მან.