წარმოგიდგენთ ახალ გადაცემას — ფანტაზიის ზონა!
ყოველი ეპიზოდი ახალი სტუმრის თვალით დაგვანახვებს მომავლის სამყაროს. გადაცემის სტუმრები იქნებიან სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის ადამიანები, რომლებიც თავიანთ ფანტაზიებს გაგვიზიარებენ.
განსახილველი თემები იქნება მრავალი: ხელოვნური ინტელექტი, კოსმოსი, ბიოტექნოლოგიები და ის, თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფერმა შეცვალოს ჩვენი ხვალინდელი დღე.
პირველი ეპიზოდის სტუმარია მუსიკოსი მელქო.
