უწყვეტი პროტესტის 83-ე დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა სხვადასხვა ქალაქის ხიდებიდან ბანერები გადმოფინეს და მანიფესტი გაავრცელეს

უწყვეტი პროტესტის 83-ე დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა სხვადასხვა ქალაქის ხიდებიდან ბანერები გადმოფინეს და მანიფესტი გაავრცელეს:
„ტრაგედიით, სისასტიკით, სიხარბით, პროპაგანდითა და ოლიგარქიული მისწრაფებებით ნაკვებ პოლიციურ რეჟიმს, ყოველდღიურად ძალადობრივად რომ ცდილობს ჩვენს გაჩუმებას, ჩვენს დაშორიშორებას, ჩვენ შორის შიშისა და შუღლის ჩანერგვას – ერთიანობით ვპასუხობთ.
ვპასუხობთ ტყუილს, გაყალბებულ რეალობას, პოლიტიკურად გარყვნილ ელიტას და მათ დღის წესრიგს:
ამბოხებაა ჩვენი პასუხი!
აზვავებაა ჩვენი პასუხი!
შეთქმულებაა ჩვენი პასუხი!
ამხედრებაა ჩვენი პასუხი!
ჩვენ ვდგავართ ყველგან, ვდგავართ მთელს საქართველოში, ვდგავართ მხარდამხარ და ვაშენებთ ხიდებს, ერთმანეთისკენ მისასვლელ ხიდებს, და ვაგრძელებთ ბრძოლას თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის და სოლიდარობისთვის!“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია