უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირში მყოფი პირები, მათ საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს.
ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ასევე, ამოღებული იქნა დროშა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“