უცხოურ გრანტებს მიშტერებული წუხან, რატომ და როგორ ახერხებს საქართველოზე შეყვარებული პატრიოტი პრემიერი საქართველოს სახელმწიფოს ღირსების ასეთ აღმატებულად დაცვას საერთაშორისო არენაზე

უცხოურ გრანტებს მიშტერებული წუხან, რატომ და როგორ ახერხებს საქართველოზე შეყვარებული პატრიოტი პრემიერი საქართველოს სახელმწიფოს ღირსების ასეთ აღმატებულად დაცვას საერთაშორისო არენაზე
ბერლინში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, აქ მცხოვრები უსამშობლოები აპროტესტებენ, როგორ გაბედა და პრემიერმა სამშობლო დაიცვაო. უსამშობლო ლაქიები ყვირიან, როგორ შებედა და უთხრა ევროპელ კოლეგას, საქართველოში კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლების და ხალხის პრეროგატივააო – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, უსამშობლოთა კასტა ბოლო ხმით მოსთქვამს – ეს რა გააკეთა პრემიერმა, როგორი ადეკვატური პასუხები გასცა მასპინძელს და რატომ არ წაიყარა თავზე ნაცარიო, წუხან, რატომ და როგორ ახერხებს ბოლო ორი საქართველოზე შეყვარებული პატრიოტი პრემიერი, საქართველოს სახელმწიფოს ღირსების ასეთ აღმატებულად დაცვას საერთაშორისო არენაზეო.
“ბერლინში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ! აქ მცხოვრები უსამშობლოები აპროტესტებენ იმას, რასაც სამშობლოს მოყვარული პრემიერი იცავს!
უსამშობლოები აპროტესტებენ, როგორ გაბედა და პრემიერმა სამშობლო დაიცვაო!
უსამშობლო ლაქიები ყვირიან, როგორ შებედა და უთხრა ევროპელ კოლეგას, საქართველოში კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლების და ხალხის პრეროგატივააო!
უსამშობლოთა კასტა ბოლო ხმით მოსთქვამს – ეს რა გააკეთა პრემიერმა, როგორი ადეკვატური პასუხები გასცა მასპინძელს და რატომ არ წაიყარა თავზე ნაცარიო!
უსამშობლო, ღირსება დაცლილი, უცხოურ გრანტებს მიშტერებული ვითომდაც პოლიტსუბიექტობას წაპოტინებულნი წუხან, რატომ და როგორ ახერხებს ბოლო ორი საქართველოზე შეყვარებული თხემით ტერფამდე პატრიოტი პრემიერი, საქართველოს სახელმწიფოს ღირსების ასეთ აღმატებულად დაცვას საერთაშორისო არენაზეო!
გეტყვით, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს თქვენ გაიგოთ- სამშობლოს სიყვარულით და ღირსებით!
რომელთაგან თქვენ სამწუხაროდ არცერთი არ გაგაჩნიათ! და ვერც ვერასოდეს შეიძენთ! ვინაიდან ეს ერთ-ერთი უმთავრესთაგანია, რომელიც ქართული გულიდან უნდა გამოდიოდეს, რომელსაც ზენა აძლევს მხოლოდ კაცს და არა პატრონების მიერ ქვეყნის ღალატის საფასურად გამოგზავნილი გრანტები!”- წერს ედიშერ გვენეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი