უცნაურია ტრამპის განცხადება, როგორ აპირებს კონფლიქტის ერთ დღეში დასრულებას, როცა მას უკრაინასთან საუბრისა და თანამშრომლობის ინტერესი არ აქვს –

უკრაინაში ომი გრძელდება – 696-ე დღეს აგრესორი ომში მყოფი ქვეყნის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აქტიურად ბომბავს. ბოლო 24 საათის განმავლობაში 23 საჰაერო და ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელა დონეცკის ოლქში, არის მსხვერპლიც.განადგურებულია საცხოვრებელი სახლები.
კრიტიკულ მომენტში კი ცნობილი ხდება, რომ თეთრი სახლი უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებას დროებით ბლოკავს. მიზეზად შტატების პრეზიდენტი საკუთარი სასაზღვრო პოლიტიკის მოგვარებას ასახელებს.
შტატების ყოფილი პრეზიდენტი, კი ისევ ირწმუნება, რომ -რუსეთის ომის დასრულება 24 საათში შეუძლია. დონალდ ტრამპს უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი ტრამპს კიევში იწვევს.
“დიახ, დონალდ ტრამპ, მე გპატიჟებთ უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეგიძლიათ ომის შეჩერება 24 საათში, ეს საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ ჩამოხვიდეთ კიევში, ნებისმიერ დროს. მე აქ ვარ. თუმცა უცნაურია ტრამპის განცხადება, როგორ აპირებს კონფლიქტის ერთ დღეში დასრულებას, როცა მას უკრაინასთან საუბრისა და თანამშრომლობის ინტერესი არ აქვს. ტრამპი სახიფათო პოლიტიკოსია, რომლის ჩარევაც ახლანდელ კონფლიქტში მხოლოდ რუსულ აგრესიას წაახალისებს. ტრამპი ყველაფერზე წამსვლელია იმისთვის, რომ საკუთარი იდეები განახორციელოს.“ – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება