“უსიამოვნო სურპრიზი მაქვს თქვენთვის, ბატონო მამუკა” – ჩერგოლეიშვილი

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, :

კოალიციურ მართვაზე ხაზარაძეს ონლაინ მასტერკლასები უნდა ვუტარო, რადგან პოლიტიკა მისი ჩაის ჭიქა აშკარად არაა და კოალიციური მართვა მისი თაყვანისცემა ჰგონია.
ბატონო მამუკა, კოალიცია ნიშნავს, რომ თქვენს პარტიას ხმები არ ყოფნის მთავრობის შესაქმნელად. ანუ საკმარისი არ ხართ. საკმარისზე პატარა ხართ. ამიტომ, ეგოს დამოკლება და თქვენს საძულველ კონკურენტებთან შეთანხმება გიწევთ.
კონკურენტი პარტია: პარტია, რომელიც კონკურენციას გიწევთ კონკურენცია: მოქმედება სხვაზე უპირატესობის მოსაპოვებლად
კოალიცია ვერ იქნება სუფრა, სადაც თქვენ სუფრის თავში ზიხართ, სუფრის მშვენებათა სადღეგრძელოებს სვამთ და სუფრის მშვენებები თვალებში შემოგციცინებენ. კოალიციური პარტნიორები ერთმანეთის კონკურენტები და კრიტიკოსები არიან! ისინი ხოტბას თქვენ არ შეგასხამენ, პირიქით, ყველანაირად შეეცდებიან რომ
თქვენი შეცდომები ამხილონ, რომ თქვენზე წინ წავიდნენ. იმათ თქვენ ძალიან არ
მოსწონხართ, რომ მოსწონდეთ, თქვენს პარტიაში იქნებოდნენ. ეს დიდებულია, რადგან ასე იზრდება პოლიტიკის ხარისხი – ანუ როცა ხვდებით რომ ხალხისთვის სალაფავის დაყრა არ გაგივათ, რომ კონკურენტები ამით ისარგებლებენ – ენას კბილს აჭერთ, და მეტს მეცადინეობთ. და თქვენ ან მოგიწევთ ამ
ელემენტარულ ჭეშმარიტებასთან შეგუება, ან სააკაშვილივით გადაირეცხებით. პ.ს. ხალხის უზენაესი ინტერესია ხარისხიანი პოლიტიკა. ვინც თქვენს კატასტროფულ შეცდომებზე თვალს ხუჭავს, ან თვალის დახუჭვას ითხოვს, ის ხალხის ინტერესებს ღალატობს და პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი მათე დევიძეზე – თავად 20 წლის ბიჭის მამა ვარ და ნამდვილად გულდასაწყვეტია იმის ნახვა, რომ ახალგაზრდას, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, ჯოხის ქნევისთვის 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან – ახალგაზრდები უკეთეს მომავალს იმსახურებენ

ლევან სანიკიძე – რომეო მიქაუტაძე იყო პირი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო შავი სალაროს მთავარი „ხაზინადარი“ და როგორც ჩანს, კობახიძეს ფული ერთი ჯიბიდან, მეორეში გადააქვს – ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება

მეუფე შიო გელათზე – გამოჩნდა დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი როგორც უცხოელი მრჩევლების, ისე ქართველი მეცნიერების, კრიზისიდან გამოსვლის დიდი მაგალითი უკვე ჩანს – ასევე გამოჩნდა, რომ ჩვენი ყველაზე სანუკვარი პაციენტი, დაზიანებული ძეგლი, საიმედო ხელშია