ურსულა ფონ დერ ლაიენი – მნიშვნელოვანია, რომ აშშ კვლავ ჩართულობას ინარჩუნებს – უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ჩვენ ზელენსკის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

მნიშვნელოვანია, რომ სთან დაკავშირებით კვლავ ჩართულობას ინარჩუნებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ზე წერს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, ს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და უკრაინის პრეზიდენტ ს ესაუბრა.
„მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით მისი დაუღალავი ძალისხმევისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აშშ კვლავ ჩართულობას ინარჩუნებს. უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ჩვენ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.