„უოტფორდმა“ თბილისის „დინამოსგან“ 18 წლის გარემარბის ნიკოლოზ ჩიქოვანის შეძენა თავისი საიტით ოფიციალურად დაადასტურა.
აღნიშნულია, რომ კონტრაქტი შესანიშნავ ქართველ ფეხბურთელთან გააფორმეს და იმისათვის, რათა ჭაბუკს განვითარების საშუალება მისცენ, იჯარის საუკეთესო ვარიანტზე მუშაობენ.
ხელშეკრულების ვადა და სატრანსფერო თანხა დასახელებული არ არის.
კომენტარი კლუბის სპორტული დირექტორის მოადგილემ ვალონ ბეჰრამიმ გააკეთა: „ნიკოლოზი რეალური ტალანტის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელია. ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. ხშირად ვნახეთ, მარცხენა ფრთიდან როგორ შეიწევს ცენტრში. გოლების გატანაც ეხერხება. მისი პროფილი იდეალურად ჯდება ჩვენს პროექტში, რაც ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენას და სწრაფად დამატებას ითვალისწინებს“.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტრაქტი ხუთწლიანია და სამუშაო ვიზის პრობლემის გამო, „უოტფორდი“ ჩიქოვანს „შარლერუაში“ გაანათხოვრებს.
თბილისის „დინამომ“ ნიკოლოზის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა: „დინამო თბილისსა“ და ინგლისურ „უოტფორდს“ შორის ნიკოლოზ ჩიქოვანის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება ოფიციალურად შედგა. ნიკოლოზ ჩიქოვანი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის მარტში „სამგურალის“ წინააღმდეგ შედგა. აღსანიშნავია, რომ ჩიქოვანმა 2024 წელს დარასელიას თასზე გამორჩეული მატჩები ჩაატარა – მათ შორის „უოტფორდის“ წინააღმდეგ, სადაც გატანილი გოლითაც გამოირჩა. მადლობას ვუხდით ნიკოლოზს „დინამოში“ გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას ვუსურვებთ კარიერის ახალ ეტაპზე“.
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში – ლუკა გაგნიძე “გრანადაში” გადავიდა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის “დინამოში” დაბრუნდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
ჩაკვეტაძის თანაგუნდელი შეიძლება რუსულ კლუბში გადავიდეს
Geo Team: “უოტფორდში” ქართველი თავდამსხმელი გადადის
გადადის ჩაკვეტაძე “ვალენსიაში”? – მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
“2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და “დინამო თბილისს” ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო” – რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა “უოტფორდთან” კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
“დილამ” კვლავ მოიგო, “დინამო თბილისი”-“სამგურალი” ფრედ დასრულდა
თბილისის “დინამო” კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
ჩაკვეტაძის “ვალენსიაში” გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება – როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი – ჩაკვეტაძის “ვალენსიაში” ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
