უნდა გავიხსენოთ ყველა დანაშაული, რომელიც მაშინდელმა რეჟიმმა ჩაიდინა 2004 -2012 წლებში, ამ თემებზე იმუშავებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები, რათა სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა

უნდა გავიხსენოთ ყველა დანაშაული, რომელიც მაშინდელმა რეჟიმმა ჩაიდინა 2004 -2012 წლებში, ამ თემებზე იმუშავებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები, რათა სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა
უამრავი დანაშაული იქნა ჩადენილი მაშინდელი რეჟიმის მიერ და ამ დანაშაულის შეხსენება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ თემებზე იმუშავებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციის კომენტირებისას დუბაიში განუცხადა.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა.
„საპარლამენტო გამოძიება არანაკლებ მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანი თუ არა. ეს პროცესი წარიმართება საჯაროდ, საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ყველა ის დანაშაული, რომელიც მაშინდელმა რეჟიმმა ჩაიდინა 2004 – 2012 წლებში. ეს არის უმძიმესი დანაშაულები.
ეს არის უამრავი ადამიანის მკვლელობა, ადამიანების წამება, სისტემური დანაშაულები, რაც ხდებოდა ციხეებში. ეს იყო ბიზნესის სისტემური რეკეტი, რაც შეეხო ათი ათასობით ადამიანს ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო 2008 წლის ომის დანაშაული. უამრავი დანაშაული იქნა ჩადენილი მაშინდელი რეჟიმის მიერ და ამ დანაშაულის შეხსენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ თემებზე იმუშავებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ, ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ კრიპტოვალუტას, აღნიშნული გარემოებების გამაბათილებელი არაფერი წარმოუდგენია მსჯავრდებულს, რადგან ეს შეუძლებელია

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: სააპელაციო განხილვის ეტაპზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის სიმართლე, მეორე მხრივ, კიდევ უფრო ცხადი გახდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე: სააპელაციო განხილვის ეტაპზე ბაჩიაშვილი წინააღმდეგობაში მოვიდა მის არსებით პოზიციასთან, რომელსაც ეყრდნობოდა დაცვა – ამ ვითარებაში, მისი ნებისმიერი განმარტება თუ პოზიცია სრულად მოკლებულია სანდოობას