მცველმა სამუელ უმტიტიმ 31 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.
„აღმაფრენებითა და დაცემებით აღსავსე კარიერის დასრულების დრო მოვიდა. ბოლომდე დავიხარჯე და არაფერზე არ ვნანობ. მინდა ყველა კლუბს, მწვრთნელებს და ფეხბურთელებს, ვისთანაც მუშაობა მომიწია, მადლობა გადავუხადო. მადლობა „ლიონს“, „ბარსელონას“, „ლილს“, „ლეჩეს“ და საფრანგეთის ნაკრებს. და მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის“, – წერს უმტიტი თავის „ინსტაგრამის“ გვერდზე.
სამუელი „ბარსელონასთან“ ერთად ორჯერ გახდა ლა ლიგის და ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული, სამჯერ მოიგო თასი. მან „ლიონთან“ ერთად საფრანგეთის თასი და სუპერთასი მოიპოვა. უმტიტი საფრანგეთის ნაკრების რიგებში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონია.
ყოჩაღი ფიზკულტურის მასწავლებელი – რუსეთში საფეხბურთო მოედანი ჩაინგრა
აბიდალმა თავისი გარდაცვალების ცნობა უარყო
[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია – დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში
სამუელ უმტიტიმ მორიგი ტრავმა მიიღო
უმტიტის “ბარსელონაში” დაბრუნება უნდა
“ბარსა” “იუვენტუსთან” დე ლიხტის თაობაზე მოლაპარაკებებს ერთ შემთხვევაში დაიწყებს
ერთ დროს “ბარსელონას” შეუცვლელი ფეხბურთელი კარიერის 31 წლის ასაკში დასრულებასთან ახლოსაა
უმტიტის “ლიონში” დაბრუნება სურს
“ლეჩეში” წასულ უმტიტის ხელფასს ისევ “ბარსელონა” გადაუხდის
