Sport24-ის ცნობით, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომ, პსჟ-ში გადასვლის წინ ილია ზაბარნის სთხოვა, ფრთხილად იყოს რუს მეკარე მატვეი საფონოვთან ურთიერთობაში.
ზაბარნის მეუღლემ, ანგელინა ზაბარნაიამ კლუბისა და აგენტების თხოვნით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რუსების შეურაცხმყოფელი პოსტი წაშალა, თუმცა დაწერა, რომ ილია და მატვეი არ მეგობრობენ:
„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დამეგობრდნენ და თვითმფრინავში ერთმანეთის გვერდიგვერდ ზიან. მგონია, ჩვენი პოზიცია ყველასთვის გასაგებია. პრინციპებს არ ვღალატობთ. ფრანგული მედია ამით მეტი ყურადღების მიპყრობას ცდილობს და სისულელეებს იგონებენ, რასაც მტკიცებულება არ აქვს“.
საქმეში საფონოვის მეუღლეც ჩაერთო. მარინა კონდრატიუკმა (გვარით თუ ვიმსჯელებთ უკრაინელია) განაცხადა, რომ მატვეის გამო ძალიან ნერვიულობს, ასეთი რამეების წაკითხვა ძნელია, თუმცა იმისათვის, რათა პროვოცირება არ მოახდინოს, არაფრის თქმა არ შეუძლია.
თავად მატვეი კი პარიზში ახალ სახლს ეძებს, ვინაიდან უნდათ თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ, თავიანთ დიდ ძაღლზეც ფიქრობენ, საფრანგეთის დედაქალაქში ცხოვრება კი მოსწონთ, სადაც ბევრი რამ ნახეს და კიდევ უფრო მეტი სანახავი აქვთ.
როცა ყველა წასვლისკენ მოგიწოდებს – საფონოვისა და პსჟ-ის თანამშრომლობა შეუძლებელი ხდება
საბო: შევალიე არავითარი მეკარე არ არის – ზაბარნი და საფონოვი ერთად როგორ იქნებიან
ოფიციალურად: პსჟ-მა ზაბარბის ტრანსფერი გამოაცხადა
საფონოვმა პსჟ-ის დატოვებაზე უარი განაცხადა – რეალურად რა ხდება პსჟ-ისა და დონარუმას შორის
ზაბარნის მეუღლე: უდღეურ რუსებს მსოფლიო ვერ იტანს და არსებობის უფლება არ აქვთ
რა რეაქცია ჰქონდა “გალათასარაის” პრეზიდენტს, როცა საფონოვის დამატება შესთავაზეს?
უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა თქვა, რა შემთხვევაში შეეძლებათ ზაბარნისა და საფონოვს თანაგუნდელობა
