უკრაინის შს მინისტრი – სუმზე რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, რუსების მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მაშველები და პოლიცია დაზიანებების ადგილებზე პირველივე წუთებიდან მივიდნენ. ბევრი დაღუპულია. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 21 ადამიანი და სულ მცირე 20 დაშავდა. ადამიანები დაშავდნენ ქუჩებში, ავტომობილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სახლებში“, – წერს იგორ კლიმენკო.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაშავებულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ქალაქ სუმს რაკეტებით დღეს დილით შეუტიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ცინიზმია, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ კანონი, რომელიც უნდა მიიღონ, ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვაზეა – როდესაც საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის წახალისებას, საუბარი, თითქოს სხვა განზრახვები აქვთ, არასერიოზულია

შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკისადმი წერილზე – პასუხი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ევროკავშირიდან და ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში ექსტრემიზმი ფინანსდება და ეს არის წითელი ხაზი, რომლისგანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს