უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა, მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან, სარაკეტო ძალებთან და არტილერიასთან თანამშრომლობით, რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში მტრის ორი Ka-52 ტიპის და ორი Mi-8 ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური ოპერაციების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ვერტმფრენები სარაკეტო დარტყმით განადგურდა.
„მტერს ისევ ეგონა, რომ ღრმა ზურგში მიუწვდომელი იყო. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის მიუწვდომელი არაფერია. გავაგრძელოთ მუშაობა!“- აცხადებენ სპეციალური ოპერაციების ძალებში.
