უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 22 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 22 დრონი ჩამოაგდეს.
„საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების ძალისხმევითა და თანამშრომლობით მტრის 22 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა. რამდენიმე დრონმა მიზანს ვერ მიაღწია“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.
რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ 33 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკისა და კურსკის ოლქებიდან გაუშვეს. ასევე, ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვის მიმართულებით ორი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა გაისროლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო რაქვიაშვილი: საბოლოოდ, ყველაზე მეტად გაწვალდებიან სტუდენტები და უნივერსიტეტები, რომლებსაც არ ექნებათ სათანადო არჩევანი და არ დახვდებათ ადგილები იმ ფაკულტეტზე, რომელიც მათ სურთ (ვიდეო)