უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ნიუ-იორკში აშშ-ს პირველ ლედის, მელანია ტრამპს შეხვდა.
“უკრაინის მიმართ ქალბატონი მელანიას მხარდაჭერისთვის და იმ ადამიანების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შედეგად დაზარალდნენ გულწრფელად მადლობელი. მჯერა, რომ ერთად შეგვიძლია ყველაზე ძვირფასი რამ, ჩვენი მომავალი, დავიცვათ” – წერს ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში.
