უკრაინის თავდაცვამ მილაკოვის რეგიონში რუსული რაკეტა გაანადგურა

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მილაკოვის რეგიონში რუსული ჯარების მიერ სუ-34 გამანადგურებელი თვითმფრინავიდან გაშვებული რუსული რაკეტა Kh-59 ჩამოაგდო. ინფორმაციას სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
“უკრაინის სამხრეთში მტრის ტაქტიკური ავიაციის აქტივობასთან დაკავშირებული საჰაერო განგაშის დროს, რუსულმა სუ-34-ის მოიერიშე თვითმფრინავმა გაუშვა მართვადი საჰაერო რაკეტა Kh-59. საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რაკეტა მიკოლაივის რეგიონში”, – ნათქვამია განცხადებაში.
სამხედროების განცხადებით, რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნამ ხანძარი გამოიწვია. ხანძარი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სპეციალისტებმა დროულად ჩააქრეს.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.