უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების საქმეზე დააკავეს

უკრაინის პროკურატურისა და ანტიკორუფციული სამსახურის განცხადებით, $500 000 ოდენობის ქრთამის აღების საქმეზე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და კიდევ სამი ეჭვმიტანილი დააკავეს.
გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილებმა დონეცკის რეგიონის ომის შედეგად განადგურებული რაიონებში მდებარე ქვანახშირის სახელმწიფო საწარმოდან, აღჭურვილობის ამოღების ხელშეწყობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით $500 000 მოითხოვეს.
განცხადებაში არ არის დასახელებული მინისტრის მოადგილის ვინაობა, მაგრამ მთავრობამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხეილო. საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“ მასთან დაკავშირება სცადა, თუმცა ეს ვერ შეძლო.
სხვა ეჭვმიტანილებს შორისაა ქვანახშირის სახელმწიფო საწარმოს თანამდებობის პირი და კიდევ ორი შუამავალი, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ეჭვმიტანილები შეთანხმებული $500 000-დან, $100 000 აღების მცდელობის დროს დააკავეს. პროკურატურა აცხადებს, რომ გამომძიებლებმა, მანამდე, $200 000-ის აღება დაადასტურეს.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მინისტრი გერმან გალუშჩენკო, შეთანხმების გამოვლენას დაეხმარა და მინისტრთა კაბინეტს, მოადგილის გათავისუფლების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართა.
კორუფციას წლების განმავლობაში ებრძვის. აპრილში, ქრთამის აღების ბრალდებით ასევე დააკავეს უკრაინის სოფლის მეურნობის მინისტრი. ის ბრალდებას უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროცესების შეფასება ხდებოდეს ობიექტურად – ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს შეტევები, რაც ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი – ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და სტაბილურობისთვის ბრძოლაა