უკრაინელი პილოტების პირველმა ჯგუფმა F-16-ზე წვრთნა დაასრულა

უკრაინელ პილოტთა პირველმა ჯგუფმა უკვე დაასრულა სწავლება F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე აშშ-ში, არიზონას სამხედრო ბაზაზე, – Politico-ს ცნობით, ამის შესახებ არიზონას ეროვნული გვარდიის პრესსპიკერმა ერინ ჰანიგანმა განაცხადა.
მისი აზრით, წვრთნის დასრულება გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება უკრაინის ცაზე თანამედროვე ამერიკული წარმოების მოიერიშე თვითმფრინავების გამოჩენის უზრუნველსაყოფად.
პილოტებმა სწავლება ტუსონში, 162-ე საჰაერო ეროვნული გვარდიის ბაზაზე გაიარეს. ეროვნული გვარდიის პრესსპიკერმა არ დააკონკრეტა ზუსტად რამდენმა მათგანმა დაასრულა წვრთნა და ასევე გამოშვების ზუსტი თარიღი “მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო”.
მისივე თქმით, მფრინავები ახლა ევროპაში მიემართებიან, სადაც დამატებითი მომზადება უნდა გაიარონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ოცნებამ“ ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა – 4 წელზე მეტი ჰქონდათ, რომ შეეზღუდათ ის თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ არ გააკეთეს!

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!