უკრაინელი დეპუტატი: ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ პარტია „ხმის“ სახალხო დეპუტატი ნატალია პიპა Facebook-ზე წერს.

„მოქალაქე არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ შემატყობინა და მე გაცნობებთ“, – წერს ნატალია პიპა და დამატებით დეტალებს არ ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, თავად არესტოვიჩს ამ საკითხზე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.

ამას წინ უძღოდა ნოემბრის დასაწყისში, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსეი არესტოვიჩის საქმიანობას უსაფრთხოების სამსახური სწავლობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქვეყნის სადარაჯოზე მდგომო ახალგაზრდებო! ახლა აქ ვდებ დოკუმენტს, რომელიც თქვენს ასაკში (მაშინ 22 წლის ვიყავი) არანაკლებ და ალბათ გაცილებით მტკივნეული, საშიში, ავისმომასწავეველი იყო, ვიდრე გუშინ მიღებული კანონი”