უკრაინა მოუწოდებს საქართველოს, „არ წავიდეს ბელორუსული გზით“

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „არ წავიდეს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის ბელორუსული გზით“.
დღეს, 31 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, აცხადებს, რომ მხარს უჭერს ეუთო/ოდირის მისიის დასკვნებს „მრავალი დარღვევის შესახებ“.
„არაა გასაკვირი, რომ ს შედეგები დიდად შეაფასეს რუსეთში, ვინაიდან ნების გამოხატვის შედეგებზე გავლენის ასეთი მეთოდები დამახასიათებელია სწორედ რუსული რეჟიმისთვის. ამავე დროს, ისინი არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს გზას, რომელიც დეკლარირებულია ხელისუფლების მიერ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ წავიდეს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის ბელორუსული გზით. ნებისმიერ გარემოებებში მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებას, გააგრძელოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიული კურსი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.