უკრაინაში რუსეთის საპატრიარქოსგან გამოყოფილი ტაძარი დაარბიეს – “ასამდე ნიღბიანი შეიჭრა”

უკრაინის ქალაქ ჩერკასში ის ტაძარი დაარბიეს, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს გამოეყო – სვიატო-მიხაილოვსკის საკათედრო ტაძარში ნიღბიანი 100-მდე პირი შეიჭრა და მრევლის ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა.
თავდამსხმელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და კამერები, კარები, ფანჯრები დაამტვრიეს. ასევე, რამდენიმე მოქალაქეს მობილური ტელეფონი წაართვეს.
17 ოქტომბრის დილას სამხედრო კაპელანმა ვოლოდიმირ პედკომ განაცხადა, რომ სვიატო-მიხაილოვსკი კიევის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავიდა. მან კონფესიის მიუხედავად მოქალაქეებს ერთობლივ ლოცვაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა – პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ეს წინადადებაც, დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო