უკრაინამ რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარე ნავთობის გადამმუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა – ამის შესახებ ადგილობრივი და რუსული Telegram არხები იუწყებიან.
„ნოვოშახტინსკში ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. საგანგებო სამსახური ადგილზე მუშაობს,“ – განაცხადა როსტოვის ოლქის მოქმედმა გუბერნატორმა იური სლიუსარმა, რომელმაც არ დააზუსტა თავდასხმის სამიზნე.
