უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ლენინგრადის ოლქში, ქალაქ პრიმორსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, პრიმორსკის სანავთობო პორტში ერთ-ერთ გემს ცეცხლი გაუჩნდა.
პრიმორსკის სანავთობო პორტი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რუსული პორტია, რომელიც ბალტიის ზღვაში მდებარეობს.
გარდა ამისა, დროზდენკოს მტკიცებით, ლენინგრადის ოლქში 30-მდე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
იერიშის ფონზე მუშაობა შეაჩერა პულკოვოს აეროპორტმა, შეჩერებულია 36 რეისი.
