უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის გამო პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მზადყოფნაში მოიყვანა

რუსეთის ფედერაციის მიერ ზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის გამო, პოლონეთმა ავიაცია გაააქტიურა და საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა, – ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ს ფედერაციის სტრატეგიული ავიაციის აქტიურ მოქმედებებთან დაკავშირებით, დაიწყო პოლონეთის და მოკავშირეთა ავიაციის ოპერაცია ჩვენს საჰაერო სივრცეში. არსებული პროცედურების შესაბამისად, მოიერიშეების მორიგი წყვილი ჰაერში განთავსდა, ხოლო სახმელეთო ბაზირების საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები მაღალი დონის მზადყოფნაშია“, – აცხადებენ სარდლობაში.
მათივე ინფორმაციით, აკვირდებიან არსებულ ვითარებას და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალები და აქტივები სრულ მზადყოფნაში არიან დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის.
ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევზე ბალისტიკური სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რასაც ხანძარი მოჰყვა და სამი ადამიანი დაშავდა. რუსეთის სტრატეგიული ავიაციის აქტიურობის გამო, დღეს დილით უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“