“უკვე მეოთხედ მოხდა, გამოშრობას ვერ ასწრებს სარდაფი” | თბილისის ცენტრში სოციალურად დაუცველები ისევ დაიტბორნენ

ქალაქის ცენტრში მცხოვრები სოციალურად დაუცველები უკვე მეოთხედ დაიტბორნენ. “ჯორჯიან ვოტერ ენდ ფაუერის” მიერ უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა წყლის მთავარი მილი დააზიანა, რამაც ორსართულიანი სახლის სარდაფის დატბორვა გამოიწვია. ამ სახლში 14 სოციალურად დაუცველი ოჯახია შესახლებული. მერია სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, კომპანია კი ამტკიცებს, რომ პრობლემა აღმოფხვრილია.
“უკვე მეოთხედ მოხდა, გამოშრობას ვერ ასწრებს პადვალი და მიწა, სულ შეიწოვა ის. ჩვენ რომ აქ ვართ და ვსუნთქავთ ამას, სულ ყველა თითქმის დაავადებულები ვართ”, – ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.
კიდევ ერთი მცხოვრები ყვება, რომ შენობის საძირკველი იმდენად სუსტია, ეშინიათ მიწისძვრის შემთხვევაში სახლი მთლიანად არ დაინგრეს.