უზბეკეთის კანონების ეროვნულ მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა პრეზიდენტ შავკატ მირზიიოევის ბრძანებულება ხელოვნური ინტელექტის დანერგვის გზით სახელმწიფო მოხელეების რაოდენობის შემცირების შესახებ. სიახლე სხვადასხვა უწყებას შეეხება, – წერს UzNews.
გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო მოხელეთა საქმიანობაში თანამედროვე მექანიზმების დანერგვის მასშტაბური რეფორმების გამო. რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოებიდან 2,141 ადამიანი გათავისუფლდება, ხოლო კომიტეტების, სააგენტოებისა და ინსპექციების უფროსის მოადგილეებიდან – 16.
ამგვარად, იუსტიციის სამინისტროში 197 თანამშრომელი გათავისუფლდება, საგადასახადო კომიტეტში – 486, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროში – 224. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასების მიმღები თანამდებობის პირების საერთო რაოდენობა 43 332-მდე შემცირდება.
ვრცლად snob.ru – ზე
