“უბერებელი” – 74 წლის ვერა ვონგი საცურაო კოსტიუმში პოზირებს – Marao

ცნობილი დიზაინერი, ვერა ვონგი ინსტაგრამზე აუზთან გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს. 74 წლის ვერას მთლიანი თეთრი საცურაო კოსტიუმი და „მიუ მიუს“ ბრენდის ღია ფეხსაცმელი ამშვენებს.
აღსანიშნავია, რომ ვონგი მართლაც შეუდარებლად გამოიყურება. მას არცერთი ნაოჭი არ აქვს და შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია.
დიზაინერს ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად რამდენიმე საიდუმლო აქვს:
1. ის იყენებს ბავშვის ზეთს აბაზანაში.
როგორც ცნობილია, ვერა ვონგს ბევრი ალერგია აქვს, ამიტომ სილამაზის საშუალებების არჩევისას ძალიან ფრთხილობს. ახალგაზრდობაში ვერას უყვარდა შხაპის მიღება, ახლა კი დამამშვიდებელ აბაზანას ამჯობინებს. იგი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს დატენიანებაზე, რისთვისაც ბავშვის ზეთს იყენებს, მისი მეორე აუცილებლობა არის მზისგან დამცავი SPF 30.
2. ის ფიქრობს, რომ პროდუქტიულობა კარგი გზაა დაბერების წინააღმდეგ
მუშაობა და იმის კეთება, რაც გიყვარს, საუკეთესო საშუალებაა ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად.
3. თვალების დასაცავად მუდმივად სათვალეებს ატარებს
ვერას მუშაობის ბუნებიდან გამომდინარე, მუდმივად უწევს ტელეფონის, კომპიუტერის და ტელევიზორის ეკრანის ყურება. იგი თვლის, რომ თვალების დასაცავად შექმნილი სათვალეები ძალიან მნიშვნელოვანია კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად.
ასევე აქვს ათასობით წყვილი მზის სათვალის შთამბეჭდავი კოლექცია 1973 წლიდან, როდესაც ის ჯერ კიდევ Vogue-ის რედაქტორი იყო.
4. მისი სავარჯიშო პროგრამა მოიცავს ველოსიპედს და გოლფს
ის მხოლოდ 5 წუთს ატარებს სპორტდარბაზში, მაგრამ თავისუფალ დროს ველოსიპედით სეირნობა და გოლფის თამაში უყვარს. ვონგი თქმით, ის საშინელი მოთამაშეა, თუმცა ეს არაფერს ცვლის.
5. ჭამს ყველაფერს, რაც უყვარს
ვონგი აღიარებს, რომ სწრაფი კვება და დონატები მისი ფავორიტია. ერთხელ, როცა გუნდთან ერთად რამდენიმე დღით გადაღებებით იყო დაკავებული, ყოველდღე ბურგერს მიირთმევდა.
„ვიცი, ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მავნებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ამაზე არაჯანსაღი პროდუქტებიც არსებობენ”- აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ