უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები ბელარუსის წინააღმდეგ ევროლიგის 2025 წლის სუპერფინალის მესამე ადგილისთვის მატჩზე არ გამოცხადდება.
უკრაინის პლაჟის ფეხბურთის ასოციაციამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ბელარუსია მხარს რუსეთს უჭერს და შეხვედრის ჩატარებაზე უარს აცხადებენ.
2025 წლის ევროლიგის თასს იტალია და ესპანეთი გაითამაშებენ. ერთი დღით ადრე უკრაინელები ნახევარფინალში იტალიელებთან 1:4 დამარცხდნენ, ხოლო ბელარუსი ესპანეთთან – 3:6.
უკრაინასა და ბელარუსს შორის მესამე ადგილისთვის მატჩი დღეს, 14 სექტემბერს, ვიარეჯოში (იტალია) უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინელები, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შეხვედრის გასამართად არ გავლენ.
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
მოდელს მომღერალი არჩია – ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
