უამინდობის გამო, ღამის განმავლობაში მიუნხენის აეროპორტში 160-მდე რეისი ვერ შესრულდა

გერმანიაში დიდთოვლობამ საჰაერო მიმოსვლას პრობლემები შეუქმნა.
უამინდობის გამო, ღამის განმავლობაში მიუნხენის აეროპორტში 160-მდე რეისის განხორციელება ვერ მოხერხდა. გადაიდო ან გაუქმდა დღეისთვის დაგეგმილი რეისების უმეტესობაც.
სინოპტიკოსები 30-40 სანტიმეტრამდე ნალექს, ძირითადად, ბავარიის მიწაზე ელოდებიან. ასევე შეფერხებით ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

1tv.ge