უამინდობა კახეთში – ძლიერი თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო, მუნიციპალიტეტებს შორის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.
თელავი-ვაზიანი-გომბორის მიმართულებით მოძრაობა არ შეწყვეტილა, თუმცა ნაწილობრივი შეზღუდვებია დაწესებული. პერიმეტრის დასაწყისში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც გადაადგილებას უზრუნველყოფს.
როგორც კახეთის გუბერნატორის მოადგილემ განაცხადა, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, გზებზე ტექნიკური მარილი იყრება და შესაბამისი სამუშაოები ტარდება.
ნალექი, თოვლის სახით, მნიშვნელოვანი რაოდენობით კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან მოვიდა, ძირითადად, თელავის მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება სამუშაოებს, მუნიციპალიტეტი აწარმოებს ინტენსიურ რეჟიმში. ხდება ცენტრალური გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა. უსაფრთხოების მიზნითვე, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე,” – ამბობს გუბერნატორი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უამინდობა მთელი ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში დაბალი ტემპერატურა და ნალექი იქნება.
ავტორი: ია გულიაშვილი
ასევე ნახეთ:
· 14-15 იანვარს ღამით ყინვა გაძლიერდება | მოსალოდნელი ამინდი