„ტურისტულ ადგილებში ისეთი ფასები გხვდება, ჩვენი ხელფასების პირობებში, არაადეკვატურია – ობიექტებზე შესვლაც საკმაოდ ძვირია“

„ტურისტულ ადგილებში ისეთი ფასები გხვდება, ჩვენი ხელფასების პირობებში, არაადეკვატურია – ობიექტებზე შესვლაც საკმაოდ ძვირია“- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ფენომენალური ტურების“ დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე ესაუბრა.
მისი თქმით, ტურისტულ ობიექტებზე შესვლაც საკმაოდ ძვირია.
„ტურისტულ ადგილებში საკმაოდ დიდი ფასებია. ამხელა გზაზე მიდის ადამიანი, ან ყავა მოგინდება რომ დალიო, ან ჭამა. ისეთი ფასები გხვდება, ჩვენი ხელფასების პირობებში, არაადეკვატურია. გარდა ამისა, ტურისტულ ობიექტებზე შესვლაც საკმაოდ ძვირია.
მაგალითისთვის, წელს ადგილობრივი ვიზიტორებისგან მოთხოვნა აღარ არის წალკის კანიონის ტურებზე. თავის დროზე, როდესაც წალკის კანიონზე შუშის ხიდი გაიხსნა, ქართველებზე შესვლის საფასური იყო 29 ლარი. ამ თანხაზე მოდიოდა ხალხი და არც ყოყმანობდნენ. წელს მხოლოდ კანიონზე შესვლის ღირებულება 46 ლარი გახდა. მყავდა კიდეც წელს ამ მიმართულების ტურზე ხალხი ჩაწერილი და როდესაც ფასებზე ინფორმაცია მივაწოდე, ბევრმა გადაიფიქრა წამოსვლა.
მე ვფიქრობ, ადგილობრივებზე სხვა ფასი უნდა იყოს. ეს ზოგადად სხვა ქვეყნებშიც აპრობირებული მეთოდია და ადგილობრივი ტურიზმის წახალისებას უწყობს ხელს,“ – ამბობს გიორგი ნათენაძე.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი