ტრამპმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის რეკორდულ ტრილიონ დოლარამდე ზრდა დააანონსა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა თავდაცვის ბიუჯეტის 1 ტრილიონ დოლარამდე ზრდა დააანონსეს.
ს პრემიერ-მინისტრ სთან გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა თქვა, რომ მომავალი ბიუჯეტის „მიახლოებული“ იქნება 1 ტრილიონ დოლართან.
„მსგავსი რამ არავის უნახავს. ჩვენ ვითვალისწინებთ ხარჯებს, მაგრამ არმია არის ის, რაც უნდა ავაშენოთ. და ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
„მალე: პირველად ტრილიონი დოლარი ბიუჯეტი თავდაცვის დეპარტამენტისთვის“, — დაწერა, თავის მხრივ, -ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა X-ზე.
მისი თქმით, ტრამპი სწრაფად „აღადგენს“ ამერიკულ არმიას და გადასახადის გადამხდელის ყოველი დოლარი გონივრულად დაიხარჯება.
ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც პენტაგონი გეგმავს თანამშრომლების მნიშვნელოვან შემცირებას სამოქალაქო მიმართულებით.
2026 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნება მაისის ბოლოს არის დაგეგმილი.
კონგრესის მიერ გამოყოფილი აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი წელს ახლა 892 მილიარდი დოლარი, რაც მოიცავს პენტაგონს, ბირთვული იარაღის განვითარებასა და უსაფრთხოების პროგრამებს სხვა სააგენტოებში.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია, 1 ტრილიონი დოლარი იქნება მხოლოდ პენტაგონისთვის თუ მთლიანი ეროვნული თავდაცვისთვის, რომელიც მოიცავს სხვა სააგენტოებს. მედიის ინფორმაციით, მომავალ ბიუჯეტში მოთხოვნილი ეროვნული თავდაცვის ხარჯები უკვე იყო 951 მილიარდ დოლარი 2026 ფისკალური წლისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას