ტრამპი სამედიცინო კანაფის წარმოებას მხარს უჭერს – მისი განცხადების ფონზე, კომპანიების აქციები იზრდება

კანაბიდიოლის მწარმოებელი კომპანიების აქციები იზრდება. ეს ტენდენცია მას შემდეგ შეინიშნება, რაც პრეზიდენტ ტრამპის სოციალურ ქსელებში გაავრცელა ვიდეორგოლი, რომელშიც ის ჯანმრთელობისთვის კანაბიდიოლის სარგებელზე საუბრობს. -ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კანაბიდიოლს შეუძლია „რევოლუციის მოხდენა ხანდაზმული ადამიანების ში“, რადგან ის ხელს უწყობს დაავადებების პროგრესის შენელებას.
ტრამპი ფიქრობს, რომ შესაძლოა ამ ნივთიერების შეთავაზება რეცეპტური პრეპარატების ალტერნატივის სახით. აგვისტოს დასაწყისში შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია განიხილავს პრეპარატის რეკლასიფიკაციას, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობების შერბილება. აღნიშნული ცნობების გავრცელების შემდეგ, ამერიკულ ბირჟაძე Canopy Growth-სა და Tilray Brands-ის აქციები 20%-ით გაიზარდა, Cronos-ს აქციებმა კი 13%-ით მოიმატა.
კანაბიდიოლი ეს არის ერთ-ერთი მთავარი ქიმიური ნაერთი, რომელიც კანაფის მცენარეში გვხვდება.
ის მიეკუთვნება კანაბინოიდების ჯგუფს და განსაკუთრებით გავრცელებულია სამკურნალო და თერაპიული დანიშნულებით.ეს ნივთიერება ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, მოქმედებს როგორც ანალგეტიკი.