ყველა ბიზნესმენი ცდილბს ბაზარზე ექსკლუზიური უფლებები მოიპოვოს და ამით შემოსავლის გაზრდასთან ერთად, კონკურენტებთან უპირატესი გახდეს.
თუმცა, ხანდახან ეს მცდელობები იმდენად უკონტროლო ხდება, რომ გაოცდებით, როდესაც გაიგებთ რის დარეგისტრირებას ცდილობდნენ სავაჭრო ნიშნად ზოგიერთი პირები.
Harley-Davidson-ის ძრავის ხმა
მოტოციკლეტის მოყვარულები ხშირად ამბობენ, რომ ჰარლი-დევიდსონის ღრიალზე უკეთესი არაფერია. სავარაუდოდ, ამიტომაც, კომპანიამ 1990-იანი წლების ბოლოს სცადა მისი ძრავების ღრიალის ხმა სავაჭრო ნიშნად დაერიგისტრირებინა.
შესაძლოა ეს გაგიკვირდეთ, თუმცა მსგავსი პრეცედენტები არსებობს. მაგალითად, Nokia-ს ეკუთვნის თავისი ცნობილი 1990-იანი წლების ზარის მელოდია.
Harley-ის სავაჭრო ნიშანთან დაკავშირებით ინდივიდუალური საჩივარი ცხრა კონკურენტმა შეიტანა. ამან განაპირობა Harley-Davidson-ის მიერ პრეტენზიის უკან წაღება. სავარაუდოდ, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა იმის დამტკიცება, რომ ხმა მხოლოდ მისი ძრავებისთვის იყო დამახასიათებელი.
დონალდ ტრამპის ფრაზა “თქვენ გათავისუფლებული ხართ“
სანამ დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდებოდა, ის ცნობილი იყო საკმაოდ რეიტინგული შოუთი „შეგირდი“.
მისმა დამახასიათებელმა ფრაზამ, რომლითაც მონაწილეებს შოუდან უშვებდა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ბევრ სარეკლამო აბრებზე ან სხვა შოუებშიც შეგხვდებოდათ.
გასაკვირი არ არის, რომ 2004 წელს ტრამპმა სცადა ფრაზის – „თქვენ გათავისუფლებული ხართ!“ – სავაჭრო ნიშნად დარეგისტრირება, რათა სხვებისთვის მისით სარგებლის მიღება არ შეძლებოდათ. მაგრამ არაფერი გამოვიდა.
„Mc“ პრეფიქსი McDonald’s-დან
მაკდონალდსი სინამდვილეში არ ფლობს „Mc“ პრეფიქსის სავაჭრო ნიშანს, მაგრამ ფლობს საკუთარ ბრენდს. თუმცა სწრაფი კვების გიგანტი კონკურენტებს ინდივიდუალური საჩივრებით ებრძვის.
ამის გამო კომპანია დაუპირისპირდა სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ ყავის ქსელ McCoffee-ს და ფილიპინურ MacJoy-ს.
თუმცა, 2009 წელს, McDonald’s-მა მალაიზიური სწრაფი კვების ქსელ McCurry-სთან წააგო. როგორც ჩანს, მირთმეული საჭმელი იმდენად განსხვავებული იყო, რომ ვერავინ ვერასდროს აურევდა მათ ერთმანეთში.
გარეთ ბეილის გულის აღნიშვნა
გარეთ ბეილს ხანგრძლივი და მომგებიანი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რომლის განმავლობაშიც მრავალი გოლი გაიტანა. თავისი ბრენდის კაპიტალიზაციისა და განვითარების მიზნით, 2013 წელს ბეილმა მიმართა უწყებას, რომ მისი გულის ფორმის აღნიშვნა დაერიგისტრირებინა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას არ მიუღია ჟესტზე უფლებები.
ტეილორ სვიფტის ტექსტი
2015 წელს ტეილორ სვიფტი ტოკიოში მსოფლიო ტურნეს დასაწყებად ემზადებოდა. დაწყებამდე მან გადაწყვიტა, რომ მისი ზოგიერთი ტექსტი სავაჭრო ნიშნად დაემტკიცებინა.
მაგალითად, „this sick beat“ სიმღერა Shake It Off-დან, „Preparous to meet you, where have been?“ და სხვა.
როგორც ცნობილია დღეს დაცულია მისი 37 ფრაზა.
Kit Kat-ის ფორმა
2006 წელს Nestlé-მ Kit Kat-ის ფორმისთვის, ანუ „ოთხი ზოლისთვის, რომლებიც მართკუთხა ბაზაზეა განლაგებული“, განაცხადი შეიტანა სავაჭრო ნიშნად დარეგისტრირებაზე.
2016 წელს ევროკავშირის სასამართლომ Nestlé-ს მოსთხოვა დაემტკიცებინა, რომ Kit Kat-ის ამოცნობა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში იყო შესაძლებელი. თუმცა, Nestlé-მ ამის გაკეთება ყველა ქვეყნისთვის ვერ შეძლო და მისი სავაჭრო ნიშანი ამოიღეს.
წყარო: lovemoney.com bpn.ge
