ტრამპის გადაწყვეტილება გადადოს ტარიფები, დაკავშირებულია იაპონიის მიერ აშშ-ის ვალის ფასიანი ქაღალდების აქტიურ გაყიდვასთან – Fox News-ის რეპორტიორი

ტრამპის გადაწყვეტილება გადადოს ტარიფები, დაკავშირებულია იაპონიის მიერ -ის ვალის ფასიანი ქაღალდების აქტიურ გაყიდვასთან – Fox News-ის რეპორტიორი
„პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, გადადოს ტარიფები 90 დღით, დაკავშირებულია იაპონიის მიერ აშშ-ის ვალის ფასიანი ქაღალდების აქტიურ გაყიდვასთან“,- Fox News-ის ბიზნეს რეპორტიორი ჩარლზ გასპარინო.
„გუშინ სწორედ თეთრი სახლი იყო ის, ვინც დანებდა ობლიგაციების საფონდო ბაზარზე ვაჭრობის გამო. აშშ-ს უმაღლესმა ფინანსურმა ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ამის მიზეზი არ ყოფილა ჩინეთი, არამედ ეს იყო იაპონია, რომელმაც გუშინ ობლიგაციების ბაზარზე გაყიდვა დაიწყო, ამან კი აიძულა ტრამპი შეეჩერებინა ტარიფები.
როდესაც ერთი ქვეყანა იწყებს მეორე ქვეყნის ობლიგაციების გაყიდვას, ამან შესაძლოა მოახდინოს მეორე ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობის დარღვევა, რადგან ასეთმა მასობრივმა გაყიდვამ შეიძლება გამოიწვიოს საბონდო ბაზრის ფასების შემცირება, რაც თავის მხრივ ტარიფების ზრდას და პროცენტული განაკვეთის მატებას, ასევე სესხის ხელმისაწვდომობის გართულებას გამოიწვევს.
იაპონია საკმაოდ დიდი მფლობელია ამერიკული ობლიგაციებისა და მისთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან იაპონიას აქვს სტაბილური ფინანსური ბაზარი და სურს, რომ მისი ინვესტიციები არ დაზარალდეს. თუ იაპონია დაიწყებს მათ გაყიდვას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბაზრის ტოტალური რყევები, რაც გუშინ ტრამპის მიერ ტარიფების 90 დღიანი პაუზის გამოცხადებამდე იგრძნობოდა ამერიკის საფონდო ბირჟებზე“,— თქვა გასპარინომ.
თარგმნა: ალფა სიხშირე