“ვილიარეალთან” ლა ლიგის მე-17 ტურში მოგებული მატჩის (4:1) პირველ ტაიმში “რეალის” მცველმა დავიდ ალაბამ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. “სამეფო კლუბის” საიტი იტყობინება, რომ ალაბა სერიოზულად დაშავდა.
31 წლის ავსტრიელს მარცხენა მუხლის მყესი აქვს გაწყვეტილი და ოპერაციის გაკეთება მოუწევს. ამ სეზონში ანალოგიური ტრავმები მადრიდული გუნდის მეკარე ტიბო კურტუამ და მცველმა ედერ მილიტაომ მიიღეს.
როგორც წესი ასეთი ტრავმის შემდეგ აღდგენა ნახევარ წელს საჭიროებს, ალაბა ამ სეზონში ვერ ითამაშებს და შეიძლება ევროპის ჩემპიონატის გამოტოვებაც მოუწიოს.