“მოგიყვებით მარტივად როგორ უნდა აანთოთ ნაძვისხე. უნდა გამოხვიდეთ, ხალხს უთხრათ რომ ყველა დაკავებული გათავისუფლდება და ახალი არჩევნები ჩატარდება ერთ თვეში, შემდეგ აანთოთ ნაძვისხე და ყველამ ერთად ვიზეიმოთ ახალი წელი და მშვიდობიანად მოვემზადოთ ახალი, მართლა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა ბოდიში უნდა მოუხადოთ ნაწამებ, დაშავებულ ხალხს და ცხადია დაჰპირდეთ, რომ არჩევნები რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით.
მიუხედავად იმისა, ამას გააკეთებთ თუ არა, ეს ყველაფერი მაინც ასე იქნება, უბრალოდ ასე გექნებათ შანსი, რომ პოლიტიკურ ველზე დარჩეთ და ის 26-30 პროცენტი, რომელსაც ახალ არჩევნებში აიღებთ, შეირგოთ და შესაბამისი რაოდენობით შეხვიდეთ პარლამენტში.
ეს მოგანიჭებთ დეპუტატის იმუნიტეტს და ამავდროულად შანსს მოგცემთ, რომ პოლიტიკურ ველზეც დარჩეთ. დარწმუნებული ვარ, ემანუელ მაკრონი ამ კეთილგონიერების სანაცვლოდ საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს მისცემს შესაბამის უსაფრთხო თავშესაფარს, თუ ის ამ რეალობაში ამ ქვეყანაში საკმარისად უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს თავს.
ეს შანსი ჯერ კიდევ არსებობს და სანამ არსებობს, თქვენ ადგილას მე მას გამოვიყენებდი,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ტორესა მოსი.