ტერაბანკის სესხის პროდუქტების დამტკიცება და გაცემა ელექტრონული ხელმოწერითაა შესაძლებელი

ამიერიდან ტერაბანკის მომხმარებლები სესხის პროდუქტებით სარგებლობის პროცესში ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებას შეძლებენ. სიახლე პლატფორმა Signify-სთან თანამშრომლობით დაინერგა და ყველა პროდუქტზე ვრცელდება.
ელექტრონული ხელმოწერით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, რომლებსაც ტერაბანკში ანგარიში უკვე აქვთ გახსნილი. ახალი სერვისი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო კომფორტულს ხდის სასურველი პროდუქტებით სარგებლობას და მათ საშუალებას აძლევს, დოკუმენტს ნებისმიერი ადგილიდან, ელექტრონული მოწყობილობით (სმარტფონით, ლეპტოპით და სხვა) მოაწერონ ხელი, დაზოგონ დრო და გაიმარტივონ სესხის მიღების პროცესი.
ელექტრონული ხელმოწერა ტერაბანკმა დიგიტალიზაციის ინიციატივის ფარგლებში დანერგა. სიახლე ხელს შეუწყობს საბანკო პროცესების აჩქარებას, ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობას, ბიუროკრატიული პროცედურების შემცირებასა და ადამიანური რესურსის დაზოგვას.
„პანდემიის შემდეგ Signify-ს ელექტრონულ ხელმოწერას თავად ბანკშიც ვიყენებთ. ეს მართლაც ძალიან მოსახერხებელი, კომფორტული პლატფორმაა. მისი გამოყენება ჩვენი მომხმარებლებისთვისაც კარგი გამოცდილება იქნება“, – აცხადებენ ტერაბანკში.
Signify ქართული ა, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა. ციფრული პლატფორმის დახმარებით, მის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დოკუმენტების მიმოცვლა და ელექტრონულ ხელმოწერასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცედურა ციფრულად, ერთ სივრცეში წარმართონ.

ასევე დაგაინტერესებთ