„სხვები თუ ყოყმანობენ, გერმანიამ შეძლებისდაგვარად უნდა გაზარდოს უკრაინის დახმარება“ – ოლაფ შოლცი

გერმანიამ შეძლებისდაგვარად უნდა გაზარდოს უკრაინის დახმარება, თუ სხვები ყოყმანობენ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
„ეს ომი სავარაუდოდ არ დასრულდება ისე სწრაფად, როგორც ყველა ვიმეოდვნებდით. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს, გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ დღეს, ამ წელს, მომავალ წელს და შემდგომ წელს. ამიტომ თუ საჭიროა, თუ სხვები ყოყმანობენ, ჩვენ შეძლებისამებრ უნდა გავზარდოთ ჩვენი წილი“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აეროპორტების გაერთიანება – აზიის განვითარების ბანკმა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა